გერმანული წარმოების ფოტოაპარატი LEITZ CAMERA, ცნობილი როგორც LEICA, 14 მაისს აუქციონზე 2.16 მილიონ ევროდ გაიყიდა. 1923 წელს გამოშვებული ამ აპარატის თავდაპირველი ფასი 600-800 ათას ევროს შეადგენდა, თუმცა ვაჭრობის პროცესში 2,16 მლნ–ს მიაღწია. გაყიდვის შემდეგ 89 წლის ფოტოაპარატმა რეკორდიც კი დაამყარა მისი სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე. ცნობისათვის წინა რეკორდი აგრეთვე 1923 წელს დამზადებულ აპარატს ეკუთვნის, რომელიც აუქციონის წესით 1.32 მილიონ ევროდ გაიყიდა.
32 წლის მექსიკელი ქალბატონი კარლა ვანესა პერეზი რამოდენიმე დღეში გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება, ვინაიდან საკეისრო კვეთით იგი ცხრა ბავშვს გააჩენს. აქედან 6 გოგონა, 3 კი ბიჭი იქნება. ამჟამად კარლა სამშობიარო სახლში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მშობიარობის შემდეგ კარლა 13 შვილის დედა იქნება, რადგან მას უკვე ჰყავს 4 წლის ვაჟი და კიდევ 1 წლის 3 ტყუპი ბავშვი. აღსანიშნავია ის აფაქტი, რომ კარლას ყველა შვილი ხელოვნური განაყოფიერების შედეგად შეეძინა. სპეციალისტების განცხადებით, თუ ყველაფერი გართულებების გარეშე ჩაივლის, კარლა ვანესა პერეზი ამერიკელი ნადი სულეიმანის მიერ 2 წლის წინ დამყარებულ რეკორდს მოხსნის. ნადის "ანგარიშზე" ერთი ორსულობით გაჩენილი 8 ბავშვია.
ბელგიურმა არქიტექტურულმა სტუდიამ JDS Architects 2011 წელს კოპენჰაგენში დაასრულა თავისი ორიგინალური პროექტი სახელწოდებით Hedonistic Rooftop Penthouses. ვინაიდან ქალაქში მჭიდრო დასახლებებია სახლები პრაქტიკულად ეზოებისა და სათამაშო მოედნების გარეშეა დარჩენილი. სწორედ ამიტომ არქიტექტორებმა გადაწყვიტეს შენობის სახურავების დასასვენებელ ადგილებად ქცევა, რაც შეიძლება ითქვას გამოუვიდათ კიდეც.
up
|
ტეგები
buneba, clip, dizaini, fexburti, flash, foto, fotoiumori, gaicine, gashayireba, icine, iumori, kamera, manqana, modeli, qandakeba, rekordi, sasacilo, skulptura, studia, suratebi, surati, video, xatva, xelovneba, ბუნება, გაიცინე, ვიდეო, იუმორი, იცინე, კამერა, მანქანა, მოდელი, სასაცილო, სტუდია, სურათები, სურათი, ფოტო, ფოტოიუმორი, ფოტოსესია, ხატვაყველა ტეგის ჩვენება
|